ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკელი ეპიდემიოლოგი მაიკლ ოსტერჰოლმი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს, – იუწყება DailyMail-ი.

აშშ-ში ქრონიკული დაავადება CWD, რომელსაც ასევე „ზომბის ვირუსს“ უწოდებენ ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ იკურნება და ცხოველებში სიკვდილს იწვევს.

ამერიკელი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ირმის დაავადება, შესაძლოა, გარეულ ღორებზე გავრცელდა. მათგან კი დაავადება შეიძლება შინაურ ღორებზეც გავრცელდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ბოლო მონაცემებით, ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აშშ-ს 33 შტატშია გავრცელებული, თუმცა დაავადების ადამიანზე გავრცელების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აზიანებს ირმების ტვინს, ცხოველები მკვეთრად კარგავენ წონას, ეკარგებათ კოორდინაცია და ა.შ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს. 15 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამერიკელი-ეპიდემიოლოგი-ა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi