პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა - როგორია ქალის მდგომარეობა?

ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა – როგორია ქალის მდგომარეობა?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია 1978 წელს დაბადებული პირი.

დაჭრილი ქალი მკურნალობას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს.

კლინიკაში განაცხადეს, რომ პაციენტი ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„40-დან 45 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ, გამთენიისას შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე, მრავალჯერადი ჭრილობა ზურგის არეში, მათ შორის, ერთი ჭრილობა იყო შემავალი პლევრის ღრუში.

პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და პროცედურები ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ის კონტაქტურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ერთ უბანში არიან გაზრდილები... კარგი, წყნარი ბიჭები იყვნენ“ - რას ჰყვებიან კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი