ამერიკელმა მეცნიერებმა დელავერის უნივერსიტეტიდან და წმინდა ანსელმის კოლეჯიდან მოულოდნელი კავშირი აღმოაჩინეს ბავშვების სიმაღლესა და მათ აკადემიურ მოსწრებას შორის. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში “Economics and Human Biology” (EHB) გამოქვეყნდა.
მკვლევართა გუნდმა გააანალიზა დაახლოებით 500 ათასი მოზარდის მონაცემები და აღმოაჩინა, რომ ყველაზე მაღალი მოსწავლეები უსწრებს ყველაზე დაბალ მოსწავლეებს სტანდარტული 18-19%-ით. ასეთი სხვაობა შეიძლება დამატებითი მეცადინეობებისა და ტრენინგების ეფექტს შევადაროთ.
კავშირი სიმაღლესა და წარმატებას შორის განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა ინგლისური ენის სწავლებისას: ბავშვები, რომლებიც სიმაღლით გამოირჩეოდნენ თანაკლასელებისგან, უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ.
მეცნიერებმა სცადეს აეხსნათ, ხომ არ იყო მაღალი ბავშვების უკეთესი აკადემიური მოსწრება დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან, როგორებიცაა წონა და სკოლაში დასწრების მაჩვენებლები.
მაგრამ როდესაც მათ გაითვალისწინეს ეს ფაქტორები ანალიზში, მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს – ნაცვლად იმისა, რომ შესუსტებულიყო კავშირი სიმაღლესა და აკადემიურ წარმატებას შორის, ამ ფაქტორების გათვალისწინებამ პირიქით, უფრო გააძლიერა აღმოჩენილი კორელაცია.
ამგვარად, ეს აჩვენებს, რომ კავშირი სიმაღლესა და აკადემიურ მოსწრებას შორის უფრო ძლიერია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ და არ არის უბრალოდ სხვა ფაქტორებით (სიმსუქნე, დასწრება) გამოწვეული ეფექტი.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ სიმაღლესა და აკადემიურ წარმატებას შორის კავშირი რეალურია (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი), მაგრამ მისი ეფექტი მცირეა ერთჯერად ანალიზში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მომენტში განსხვავება მცირეა, მისი გავლენა შეიძლება იზრდებოდეს და ძლიერდებოდეს წლების განმავლობაში. ეს მცირე, მაგრამ მზარდი განსხვავებები საბოლოოდ შეიძლება გადაიზარდოს უფრო მნიშვნელოვან შედეგებში, როგორიცაა რომელ უნივერსიტეტში მოხვდება ადამიანი ან როცა კარიერულ წინსვლას დაიწყებს.
კვლევის შედეგებმა გამოიწვია ახალი სამეცნიერო კითხვების გაჩენა, რომლებიც ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ბავშვის ფიზიკური მახასიათებლები (ამ შემთხვევაში სიმაღლე) გავლენას ახდენდეს მათ სკოლაში სწავლაზე და ზოგად საგანმანათლებლო გამოცდილებაზე. ეს არის ფართო საკითხი, რომელიც სცდება მხოლოდ აკადემიურ შედეგებს და მოიცავს სოციალურ ინტერაქციებს, მასწავლებლებისა და თანატოლების მხრიდან აღქმას, და ა.შ… სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ახალი კვლევა, რომელმაც სპეციალისტებიც გააოცა. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-კვლევა-რომელმაც-სპ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
