რუსებმა უკრაინელი ჟურნალისტი აწამეს, მოკლეს და ორგანოები ამოაცალეს – Forbidden Stories

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

27 წლის უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა, რომელიც გასულ წელს რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა, მედია-ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აწამეს, მოკლეს, ხოლო შემდეგ სხეულიდან ორგანოები ამოაცალეს. გამოძიება არაკომერციულმა ორგანიზაცია Forbidden Stories-მა 30 აპრილს 12 გამოცემასთან ერთად გამოაქვეყნა.

როშინა რუსმა ოკუპანტებმა 2023 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში, ზაპოროჟიეში ჩავიდა რუსული ძალების მიერ უკრაინელების უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევების გამოსაძიებლად.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ომის დანაშაულების განყოფილების უფროსის, იური ბელოუსოვის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის ცხედრის სასამართლო ექსპერტიზამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი გამოავლინა, მათ შორის, “ნაწიბურები და სისხლჩაქცევები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მოტეხილი ნეკნი, კისრის დაზიანებები და შესაძლო ელექტროშოკის ნიშნები მის ტერფებზე”.

ბელოუსოვის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე აჩვენა, რომ ცხედარი უკრაინაში დაბრუნებამდე გაკვეთეს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ როშინას სხეულიდან რამდენიმე ორგანოა ამოღებული, მიუთითებს, რომ რუსეთმა ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზის დამალვა სცადა, რათა მისი კიდევ ერთი ომის დანაშაული არ გამომჟღავნებულიყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

როშინა, ამ დროისთვის ცნობილი პირველი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა, რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემისთვის მუშაობდა, მათ შორის, Ukrainska Pravda და რადიო თავისუფლება.

“ვიქტორია ერთადერთი რეპორტიორი იყო, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. მისთვის ეს მისია იყო”. – Forbidden Stories-ს უთხრა როშინას ედიტორმა Ukrainska Pravda -ში, სევგილ მუსაიევამ.

ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. ის პირველად 2022 წლის მარტში, 10 დღით დააკავეს. 2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი გაუჩინარდა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რუსებმა უკრაინელი ჟურნალისტი აწამეს, მოკლეს და ორგანოები ამოაცალეს – Forbidden Stories. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსებმა-უკრაინელი-ჟურნალ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi