შაბათი, მაისი 16, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმილეპტოსპიროზი – ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული...

ლეპტოსპიროზი – ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება

ლეპტოსპიროზი

1.ზოგადიმიმოხილვა – ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. სიმპტომები შიძლება ორ ეტაპად გამოვლინდეს. თითქმის ყველა მძიმე შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა – ნეფრიტი ანურიით და ურემიული მოვლენებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბო-ჰემორაგიული სინდრომი,  რეციდივები 3-4 ტემპერატურული ტალღით, ხშირად ახლავს მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება,  მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები.

ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. ლეპტოსპიროზი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა არათანაბრადაა გავრცელებული. ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში. ლეპტოსპიროზისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული სეზონურობა. დაავადება გავრცელებულია თანაბარი ინტენსივობით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

2. გამომწვევიაგენტილეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Leptospira interrogans  – ის გვარს და სპიროქეტების ოჯახს.

3. მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები – დაავადება არის პროფესიული, რისკის ჯგუფები არიან:ვეტერინარები, სამხედროები, მინდორში მომუშავეები, ცხოველთა ფერმის მუშაკები,  მეთევზეები, კანალიზაციის მუშები. შემთხვევები ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანთა დაინფიცირება ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას.

4. რეზერვუარი-ლეპტოსპირა ბინადრობს გარეული და შინაური ცხოველების თირკმლის გორგლებში და გარემოში გამოიყოფა შარდთან ერთად. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები: ვირთაგვა, ტყის მემინდვრია, სახლის თაგვი, ძაღლი, ძროხა, ღორი და სხვა, რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებ პროდუქტებს, გარშემო საგნებს.

5. გადაცემისგზებიადამიანი ინფიცირდება ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად,. Leptospira  ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის, დაზიანებული კანის, აგრეთვე  დაბინძურებული საკვები პროდუქტების საშუალებით იჭრება (ალიმენტური), ასევე კონტაქტური გზით (დაავადებული ცხოველის სისხლთან  და ქსოვილებთან კონტაქტით). დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან.

  ახალ თაობაში დემენციის რისკი იკლებს — იმედისმომცემი კვლევის შედეგები

6. ინკუბაციურიპერიოდიძირითადად 10 დღეა, მერყეობს 2-დან 30 დღემდე.

7.  გადამდებლობისპერიოდი– ლეპტოსპიროზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ძალიან იშვიათად სქესობრივი გზით, ტრანსპლაცენტარულად და დედის რძით. ლეპტოსპირები შარდში გვხვდება დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში.

8. მიმღებლობა – ლეპტოსპიროზით ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხებადაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი სეროვარსპეციფიურია. ვაქცინაცია ვერ იცავს ადამიანს ლეპტოსპირას სხვა სეროვარებით გამოწვეული დაავადებისაგან.

9.       კონტროლისღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები

ü  არ იცურაოთ და არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადებული ცხოველების შარდით;

ü  პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმნები) დაბინძურებულ ნიადაგთან, წყალთან, ცხოველთა ქსოვილებთან  ან შარდთან კონტაქტისას;

ü  ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა  ექიმის დანიშნულებით (200 მგ დოქსიციკლინი კვირაში, არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის).

ü  ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ;

ü  დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება;

ü  დერატიზაცია

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.

ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.

გ) ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები – ინფექციის წყაროს და გადაცემის გზების დადგენა. სავარაუდო წყაროსთან ექსპოზირებულებზე მეთვალყურეობა.

  „იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო – არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“-მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა –  ლეპტოსპიროზის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება. წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ე) საერთაშორისო ღონისძიებები – არ შეესაბამება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.