„მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“მუკუზანი ღვინის სარდაფი” ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება, – ამის შესახებ “მუკუზანი ღვინის სარდაფის” მთავარმა მეღვინემ ვაკო ქათამაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს განხორციელდება.

“მუკუზანი ღვინის სარდაფი” ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე ახორციელებს. წარმოების 50% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 50% სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გერმანიაში საწყობი გვაქვს, საიდანაც სხვა ევროპის ქვეყნების მომარაგება ხდება, თუმცა ყველაზე მეტი გაყიდვები გერმანიაში გვაქვს.

“არსებული საექსპორტო ბაზრების გარდა მეღვინეობა აქტიურად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებაზე. მათ შორის, ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე გასვლას და აღსანიშნავია, რომ ის ტარიფები, რომელიც აშშ-მა სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს მიმართ დააწესა ჩვენს შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საკმაოდ დაბალი ტარიფია. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ვიმყოფებოდი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ამერიკული პროდუქცია ნელ-ნელა ამოდის ხმარებიდან, რასაც უარყოფითი ეფექტი თავად ამერიკისთვის ექნება. აღნიშნულის მიზეზი კი სწორედ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკაა. საუბარი მქონდა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკული პროდუქციის ფასი ძალიან იზრდება და შესაბამისად, ბაზარზე აღნიშნულის ჩანაცვლება სხვა უფრო იაფი, მაგალითად, ჩინური პროდუქციით ხდება”, – აცხადებს ვაკო ქათამაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, მეღვინეობა “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მეღვინეობამ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა.  “მუკუზანი ღვინის სარდაფი” წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლამდე გაიზრდება.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუკუზანი-ღვინის-სარდაფი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi