აშშ 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ყურეში გაგზავნისთვის ემზადება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატები 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ყურეში გაგზავნისთვის ემზადება. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შესაბამისი დაწესებულების მომზადების შესახებ.

დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ ეს ის პირები არიან, რომლებიც “საფრთხეს უქმნიან ამერიკის საზოგადოებას.”

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კუბის პრეზიდენტმა სისასტიკე უწოდა.

ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აქტსაც, რომელიც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი ჯერ არ აქვთ წაყენებული.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ყურეში გაგზავნისთვის ემზადება. 30 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-30-000-არალეგალი-მიგრანტის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi