ვენესუელაში წელს შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ.

მადურომ ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ჯერ სექტემბერია და უკვე შობის სურნელი იგრძნობა.

„ამიტომ, წელს, თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად, მე გავცემ განკარგულებას შობის პირველ ოქტომბერს აღნიშვნის შესახებ“, – განაცხადა მადურომ.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადურო შობის თარიღს ცვლის. მან შობის აღნიშვნის თარიღი პანდემიის დროსაც შეცვალა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 61 წლის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც ყურადღების გადატანის მცდელობა იმ არეულობიდან, რომელიც ქვეყანაში სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.

მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ვენესუელაში წელს შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ. 4 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვენესუელაში-წელს-შობას-პ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi