აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პირველ სამუშაო დღეს გამოცემული დირექტივით შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს.
„გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის უფლებამოსილების ინსტრუმენტიზირება და ბოროტად გამოყენება, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს“, – ნათქვამია ბონდის განკარგულებაში.
გენერალური პროკურორის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის ბრალდებები უნდა მოიცავდეს მხოლოდ უცხოური მთავრობის აქტორების მხრიდან ტრადიციულ ჯაშუშობის მსგავსი შემთხვევებს.
პემ ბონდის კიდევ ერთი განკარგულებით ასევე გაუქმა რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზე მომუშავე ჯგუფები. განკარგულების თანახმად, აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე თანამშრომლები მუშაობას ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებთან გააგრძელებენ. კონფისკაციასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული საქმეები კი გაგრძელდება.
როგორც მედია წერს, გამოძიების ფედერალურ ბიუროში უცხოური გავლენის ოპერატიულ ჯგუფში მომუშავე 50-მდე აგენტი და დამხმარე პერსონალი ამჟამად ახალ მითითებებს ელოდებიან.
NBC News-ის ცნობით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი გამოძიების ფედერალურ ბიუროში 2017 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა შეზღუდა FARA-ს აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-გენერალურმა-პროკუ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T13:56:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
