აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს.

დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში.

„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაზრდას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის.

„სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი მყარ საფუძველს უყრის და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას“, – აღნიშნა მირზოიანმა.

მისივე თქმით, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

„ამან მიაღწია იმ დონეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არა მხოლოდ შეესაბამება არსებულ რეალობას, არამედ აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მუშაობის კონტექსტში“, – განაცხადა მირზოიანმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 15 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-მა-და-სომხეთმა-სტრატე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T04:46:59+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi