„ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პატიმრები უკვე რამალაში იმყოფებიან, სადაც მათ საზეიმოდ დახვდნენ.

გათავისუფლებულებს შორის 70-ზე მეტი პირია, რომელიც უვადო ან გრძელვადიან სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 პატიმარი ისრაელმა ომის პერიოდში დააკავა.

როგორც „ბიბისი“ წერს, შვიდი ყოფილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ამჟამად ისრაელში, საავადმყოფოში იმყოფებიან.

ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან, 19 იანვრის შემდეგ სულ 21 მძევალი და 566 პატიმარია გათავისუფლებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰამასთან-მიღწეული-შეთა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi