აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენას დაავალებს.
„ძალიან მალე, შეიძლება 24 საათში, ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს… შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ. მოდით, შევამოწმოთ სამხედრო სფერო. ჩვენ აღმოვაჩენთ მილიარდებს, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა მასკს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ილონს ვენდობი? მას ამით არანაირი სარგებელი არ აქვს. პირიქით, მიკვირს როგორ შეუძლია ამდენი დროის დათმობა ამისთვის. ის საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში. იცით, ხალხმა ამისთვის ამირჩია. ხალხს უნდა, რომ მე ეს გამოვიკვლიო“.
ცნობისთვის, პენტაგონის წლიური ბიუჯეტი ტრილიონ დოლარს უახლოვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ილონ მასკი, ტრამპის დავალებით, ხელმძღვანელობს ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივის ფარგლებში, მასკის თანაშემწეებმა სხვადასხვა სამთავრობო უწყების კომპიუტერულ სისტემებში კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა მოითხოვეს. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, უკანონოა და საფრთხეს უქმნის საიდუმლო ინფორმაციას.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპი – ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ, აღმოვაჩენთ ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენებას. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-ვაპირებ-ვუთხრა-ილ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T14:11:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
