კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოასტრონავტებმა კოსმოსში პირველად მოამზადეს ბარბექიუ

ასტრონავტებმა კოსმოსში პირველად მოამზადეს ბარბექიუ

ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში მწვადი პირველად მოამზადეს. ამისთვის მათ ორბიტალური სადგურის, „ტიანგუნის“ ბორტზე, ახალი, უწონობაში მუშაობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გამოიყენეს.

Global Times-ის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ეკიპაჟის ორმა წევრმა ქათმის ფრთები შეწვა, ხოლო მისიის ხელმძღვანელისთივს სტეიკი მოამზადეს. პროცესს 28 წუთი დასჭირდა. ხომალდის „შენჯოუ-20“ ეკიპაჟი ჩინეთის ორბიტალურ სადგურზე 24 აპრილს ჩაფრინდა. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ასტრონავტია: მეთაური ჩენ დუნი, ვისთვისაც ეს ფრენა კარიერაში მესამეა და ჩენ ჯუნრუი და ვანგ ძიე, რომლებიც კოსმოსში პირველად იმყოფებიან.

2020 წელს კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარდა NanoRacks-ისა და Zero G Kitchen-ის წარმოების ღუმელის ტესტირება – მასში ხუთი შოკოლადის ორცხობილას მომზადებას 130 წუთი დასჭირდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - ერთ-ერთში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი