ასტრონავტებმა კოსმოსში პირველად მოამზადეს ბარბექიუ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში მწვადი პირველად მოამზადეს. ამისთვის მათ ორბიტალური სადგურის, „ტიანგუნის“ ბორტზე, ახალი, უწონობაში მუშაობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გამოიყენეს.

Global Times-ის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ეკიპაჟის ორმა წევრმა ქათმის ფრთები შეწვა, ხოლო მისიის ხელმძღვანელისთივს სტეიკი მოამზადეს. პროცესს 28 წუთი დასჭირდა. ხომალდის „შენჯოუ-20“ ეკიპაჟი ჩინეთის ორბიტალურ სადგურზე 24 აპრილს ჩაფრინდა. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ასტრონავტია: მეთაური ჩენ დუნი, ვისთვისაც ეს ფრენა კარიერაში მესამეა და ჩენ ჯუნრუი და ვანგ ძიე, რომლებიც კოსმოსში პირველად იმყოფებიან.

2020 წელს კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარდა NanoRacks-ისა და Zero G Kitchen-ის წარმოების ღუმელის ტესტირება – მასში ხუთი შოკოლადის ორცხობილას მომზადებას 130 წუთი დასჭირდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ასტრონავტებმა კოსმოსში პირველად მოამზადეს ბარბექიუ. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ასტრონავტებმა-კოსმოსში-პ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi