“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის სასწაულმოქმედის ხსენების დღეა.

ამ რუს წმინდანს საქართველო უყვარდა. მისი სიტყვებია: “არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას, რაც დაღუპავს რუსეთს.”

ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობს, მოიპოვე ერთი ბეწო მადლი ღვთისაგან და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ.

ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმინდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილით განერიდნენ იქაურობას. წმინდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი. ნახეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა. 17 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არასოდეს-იომოთ-საქართვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi