მეხანძრეები ამბობენ, ზოგჯერ დღე შეიძლება ისე გავიდეს, ერთი გამოძახებაც არ იყოს, ზოგჯერ კი დასვენებასაც ვერ ვახერხებთო.
როცა გადამცემით შეტყობინების ხმა ესმით, წამებში მობილიზებულები გარბიან შემთხვევის ადგილზე, სადაც არავინ იცის რა უბედურება ტრიალებს, ან სულაც ცრუ განგაშია…
მიდიან საშველად, მიდიან და ფიქრობენ დროულ რეაგირებაზე, რომ იმ მომენტში კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩეს, კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინონ, ხანძარი ჩააქრონ… და არ ფიქრობენ, იმაზე, რა დაუშავდებათ მათ…
ცალკე საკითხია ემოციების მართვა ყველაზე მძიმე მომენტში, რაც ყველა სიკეთესთან ერთად ცალკე გმირობის ტოლფასია. აქ სიზუსტეა მთავარი. შეცდომა შეიძლება სავალალო იყოს…
მაგრამ იციან სად და რატომ მიდიან. როცა ირჩევ, სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო, დაბადებული ხარ გმირად!
მეხანძრე-მაშველების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მათ მიერ შესრულებული საქმიანობის დროს გადაღებული სურათების მცირე ნაწილს.
მეხანძრე-მაშველის დღე საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება.








QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როცა ირჩევ, სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო, დაბადებული ხარ გმირად! – ფოტოები მაშველების ყოველდღიურობიდან. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როცა-ირჩევ-სიცოცხლე-სხვე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-28T03:06:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

