შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაამაზონის ტყეში იდუმალი „პირამიდა“ გამოჩნდა, „არავინ იცის როგორ გაჩნდა“... - მეცნიერებისთვის...

ამაზონის ტყეში იდუმალი „პირამიდა“ გამოჩნდა, „არავინ იცის როგორ გაჩნდა“… – მეცნიერებისთვის ამოუცნობი ობიექტი

სერო ელ კონო (Cerro El Cono) – ეს ამაზონის ტყეში დამალული იდუმალი წმინდა „პირამიდაა“, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე ამოუცნობ ობიექტად რჩება, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი მას სულიერი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ისინი მას „მთის ღმერთად“ მიიჩნევენ.

ტყით დაფარული „პირამიდის“ სიმაღლე 400 მეტრს აღწევს და პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს.

წარმონაქმნი, რომლის სახელწოდებაც „კონუსისებრ ბორცვს“ ნიშნავს, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარე მთიან რეგიონში, რომელიც სიერა-დელ-დივიზორის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს. სერო-ელ-კონოს ფოტოების უმეტესობაზე მთები ფონზე ჩანს, თუმცა წარმონაქმნი სხვა მწვერვალებისგან იზოლირებულია და უჩვეულო პირამიდული ფორმა აქვს, რაც მას მთათა სისტემის დანარჩენი ნაწილისგან გამოარჩევს.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ იგი მიწიდან აღმოცენდა, რათა ახლოს მცხოვრები ადამიანები დაიცვას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, Cerro El Cono-ს ქვეშ პირამიდის ნამსხვრევებია, რომელიც უძველესმა ტომებმა ააგეს. ეს თეორია ჯერ დამტკიცებული არ არის.

მეცნიერებს ამ მოსაზრების გასამყარებლად კვლევების ჩატარება სჭირდებათ, თუმცა სერო ელ კონო იმდენად მიუვალ და საშიშ ადგილას მდებარეობს, რომ ჯერჯერობით ეს რთულად განსახორციელებელი მისიაა.

  გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი