ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი...

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

ნანა სტამბოლიშვილმა თურქეთის კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და, რაც ყველაზე მთავარია, იქაური საზოგადოების დიდი სიყვარული. ნანუკა სტამბოლიშვილს, როგორც მოცეკვავეს, დიზაინერსა და, უბრალოდ, ძალიან კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბათუმში ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ დღეს მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს.

თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა როლმა, როგორც თურქ საზოგადოებას, ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ დაანახვა ქართული გენის, სულისა და ხასიათის მშვენიერება. რას შეცვლიდა ყოვლისშემძლე რომ იყოს, რომელ ქალ მსახიობთან ისურვებდა კინოში თამაშს, რომელი ქართული სიმღერა ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის სიყვარულს ადარებს სამოთხის სურნელს – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.

თურქეთის კინოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი დაიკავეთ, ძალიან ლამაზი „ნოტებით“ შეხვედით მათ ყოველდღიურობაში და მოიპოვეთ იქაური მაყურებლის სიყვარული, ნდობა. რა აქცევს ადამიანს წარმატებულად, რა არის თქვენეული წარმატების ფორმულა?

ზოგადად, წარმატება ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა. ალბათ, როდესაც წარმატებაზეა საუბარი, იგულისხმება პროფესიული განვითარება, საყვარელი საქმის კეთება, ფინანსური უზრუნველყოფა, მეტი თავდაჯერებულობა, სხვების მიერ აღიარება და ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ფორმულაც ამოხსნილია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე გგულშემატკივრობთ ქართველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა, რაც ძალას გმატებთ და ენერგიას, არ გაჩერდეთ, მუდმივად ისწრაფოდეთ წინსვლისა და წარმატებისაკენ…

არ დავიღლები ამ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით… როგორც მათ შემიყვარეს ოჯახის წევრივით, მეც ზუსტად ისე მიყვარს ისინი… ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მაძლიერებს მათი გვერდით დგომა და გულშემატკივრობა. მიორმაგებენ ენერგიას, მაძლევენ იმედს იმისა, რომ წინ საუკეთესო დღეები გველის. მათთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს. მართლა, როგორც ჩემი დიდი ოჯახი, ისე ვუყურებ მათ… ვეცდები გავამართლო მათი იმედები და მოლოდინები, რათა ყოველთვის იამაყონ ჩემით.

  ერაყმა შესაძლოა 140 ამერიკული ტანკი „Abrams“ 250 სამხრეთ კორეული K2 „black panther“ ჩაანაცვლოს

ბავშვობიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად…

ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უდარდელი, მხიარული… უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოში გამზარდეს, რომელსაც დღემდე გავცემ და არ მთავრდება… ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. მენატრება მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე. მენატრება ოჯახის წევრები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ.

ყოვლისშემძლე რომ იყოთ…

ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი, ბედნიერი და უდარდელი…

მეტი დრო რომ გქონდეთ…

პიანინოზე ავაწყობდი მელოდიებს…

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…

მადლობა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.