აშშ-ში კაცმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო🧩

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის მცხოვრებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო. ტელეკომპანია KRDO-ს ცნობით, ის 60 ათასი ნაწილისგან შედგებოდა.

ლუ სალასს 4 წელი ანუ 800 საათი დასჭირდა ფაზლის ასაწყობად, რომელზეც გამოსახულია 7 კონტინენტი და მსოფლიოს ასობით საოცრება. მან გიგანტური სურათი თავის ფარეხში განათავსა, რომელიც 3 მანქანაზეა გათვლილი. სალასის თქმით, მას რამდენიმე წელი დასჭირდა მხოლოდ იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ნაწილების ასეთ რაოდენობას და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა. კაცი ფაზლს ნაწილ-ნაწილ აწყობდა, რაშიც მას 8 წლის შვილიშვილი ეხმარებოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, სალასმა ფრაგმენტები ერთმანეთს დაუკავშირა. ნაწილების შეერთების პროცესმა 9 საათი გასტანა.

კომპანია Dowdle-ის ეს ფაზლი ასობით დოლარი ღირს (თუკი სადმე ჯერ კიდევ იყიდება). ლუ სალასს სურს, ის ვინმეს სრულიად უფასოდ გადასცეს, რათა მისი აწყობით სიამოვნება სხვა ადამიანმაც მიიღოს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აშშ-ში კაცმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო🧩. 30 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-კაცმა-მსოფლიოში-ყვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi