კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სიმართლის დასანახად სულაც არ არის საჭირო დიდი პროფესორობა. როდესაც ერთ მხარეს ვხედავთ...

„სიმართლის დასანახად სულაც არ არის საჭირო დიდი პროფესორობა. როდესაც ერთ მხარეს ვხედავთ ქუჩის აქციას და კატეგორიულ მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხარეს ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ღია საერთაშორისო სამეცნიერო წყაროებს ეყრდნობა, მარტივი ლოგიკაც სავსებით საკმარისია დასკვნების გამოსატანად“-ირაკლი ყიფიანი დიუშენის სამკურნალო წამალზე

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„თავიდანვე მინდა ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნო, რომ არავის ადვოკატირებას არ ვაპირებ და მით უმეტეს, არც ხელისუფლების დამცველად გამოსვლაა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემი საქმე არ არის. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მე არ გახლავართ მედიცინის ექსპერტი, არც ჯანდაცვის სპეციალისტობაზე მაქვს პრეტენზია და არც ამ სფეროს სპეციფიკაში ვერევი, მაგრამ შექმნილი სურათის შესაფასებლად და სიმართლის დასანახად სულაც არ არის საჭირო დიდი პროფესორობა. როდესაც ერთ მხარეს ვხედავთ ქუჩის აქციას და კატეგორიულ მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხარეს ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ღია საერთაშორისო სამეცნიერო წყაროებს ეყრდნობა, მარტივი ლოგიკაც სავსებით საკმარისია დასკვნების გამოსატანად. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყველა მეორე უტიფრად პროფესორობს, რეალურად კი ელემენტარულ აზრზე არ არის, თუ როგორ უნდა გაანალიზოს ფაქტები და მოვლენები. ემოციური შანტაჟი და პოლიტიკური პარაზიტიზმი საღ აზრს ახშობს, მაგრამ მოდით, ემოციები გვერდზე გადავდოთ და არსებულ მოცემულობას ცივი გონებით და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით შევხედოთ.
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტმა დაიკავა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა, რაზეც კამათი ზედმეტია და აბსოლუტურად ყველა თანაუგრძნობს ამ ადამიანებს, მაგრამ რას ვითხოვთ სინამდვილეში, როდესაც ქუჩაში ვდგებით და ამ პროცესში საზოგადოებისგან გარიყული ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფებიც აქტიურად ერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას თუ ჩავუღრმავდებით, ვხედავთ სრულიად ლოგიკას მოკლებულ სურათს. ფაქტობრივი მოთხოვნა დგას იმ მედიკამენტების დაფინანსებაზე, რომლებზეც ევროპის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ მკაცრი უარი თქვა, რადგან მათი ეფექტიანობა პლაცებოსთან შედარებით არ დასტურდება. კიდევ უფრო საგანგაშოა ის გარემოება, რომ საუბარია პრეპარატებზე, რომელთა კლინიკური კვლევები ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა ადმინისტრაციამ შეაჩერა უმძიმესი გვერდითი მოვლენებისა და ფატალური შედეგების რისკის გამო.
აქ ჩნდება უმარტივესი და ლოგიკური კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არავის სურს. თუკი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს ან სიცოცხლეს ახანგრძლივებს, და თუკი ის კონკრეტული პრეპარატები, რომლებსაც ახლა ასე დაჟინებით ითხოვენ, შეიცავს ბავშვების ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმების ან პირდაპირ გარდაცვალების რისკს, რას ემსახურება ეს ულტიმატუმი. სახელმწიფომ უნდა დახარჯოს მილიონები იმაში, რასაც განვითარებული და ფინანსურად მძლავრი ქვეყნები გონივრული სიფრთხილით უდგებიან და არ აფინანსებენ. სახელმწიფო პოლიტიკა და მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემა ვერ და არ უნდა იმართებოდეს ქუჩის აქციებითა და დილეტანტების მოწოდებებით. როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა მანიპულაციურ მოთხოვნებს.
ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ამ პროცესში მაინც ის არის, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული მიკერძოებული სუბიექტები და ფსევდოსპეციალისტები მშობლების უმძიმესი მდგომარეობით სარგებლობას. ბავშვებით, მით უმეტეს ასეთი მძიმე სენით დაავადებული ბავშვებით სპეკულირება და მათი ტრაგედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა არის მორალური დეგრადაციის უკანასკნელი ფსკერი. რა დონის უპრინციპობა და სულიერი სიმახინჯე უნდა გაგაჩნდეს ადამიანს, რომ საკუთარი ვიწრო, ეგოისტური მიზნებისთვის სწორედ ამ ბავშვების ჯანმრთელობით ივაჭრო და ვითომ კეთილშობილური მოტივებით გამოხვიდე. ფრიდრიხ ნიცშეც ხომ სწორედ ამას გვასწავლიდა, რომ ყველაზე დიდი სიყალბე და სისასტიკე ხშირად სწორედ ცრუ მორალისტების ნიღაბს მიღმა იმალება. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის უმდაბლესი ფორმა, როდესაც მედიცინისა და მეცნიერების მიერ დაწუნებულ ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებულ საკითხზე პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებ.
საბოლოო ჯამში, მართლა გაუგებარია, რა არის ამ პროტესტის რეალური მიზანი და რა სურთ საბოლოოდ. თუკი მედიცინა ღიად ამბობს, რომ წამალი ან არაეფექტიანია ან უკიდურესად სახიფათო, ამ წამლის დაუყოვნებლივ მიღების მოთხოვნა არის არა გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ბრმა იარაღად ქცევა იმ ძალების ხელში, რომლებსაც მხოლოდ დესტრუქცია აწყობთ. ნამდვილი თამაშები ზედაპირზე არასდროს დევს და მოვლენების არსის დანახვას ყოველთვის სულ სხვა სიღრმე სჭირდება, ვიდრე ეს ქუჩაში მდგარ მოყვირალ ადამიანებს ან მათ ზურგს ამოფარებულ მარგინალებს წარმოუდგენიათ. სიმართლის დოქტრინა ყოველთვის ფაქტებზე დგას და ვისაც რეალობის დანახვა სურს, დასკვნებს თავად გამოიტანს.“
ირაკლი ყიფიანი

  გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ❗️Mounjaro-ს მიღება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.