თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკისკენ ჩემი პირველი ნაბიჯები დაბადებიდან გადაიდგა. მთელ ჩემ ოჯახს, ბებიის გარდა, აბსოლუტური სმენა ჰქონდა, მაგრამ, ჩემი პროფესიონალურ დონეზე, ხელოვნების სამყაროში ფეხის შედგმა, ვფიქრობ, 2008 წლიდან დაიწყო… – ამბობს „პრაიმტაიმთან“ დათო კენჭიაშვილი, რომელიც, თავისი შემოქმედებით მართლაც გამორჩეულია. მისი ხმის განსაკუთრებული ტემბრი და ემოციური შესრულება ბევრი ადამიანის სულს ეხება და გულამდე აღწევს.
გარდა სამშობლოსი, დათო კენჭიაშვილმა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა აღიარება. სწორედ ამაზე მეტყველებს სოციალურ პლატფორმებზე 500 000 000-ზე მეტი მოსმენა. ამჟამად, ყველაზე დიდი პოპულარობით „იორო“ სარგებლობს, რომელსაც 43 მილიონი ნახვა აქვს.
„ამა თუ იმ ანსამბლში ვმღეროდი. ყველა ანსამბლიდან რაღაც თავისი დამახასიათებელი დიალექტი, კილო, ვიბრაციები ავიღე და ალბათ, 2008-ში დაიწყო ამ ყველაფრის რეალიზება. ჩემი პირველი სიმღერა ქალბატონ ლელა თათარაიძის „შენმა სურვილმა დამლია“ იყო, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, დიდ პოპულარობას, ბუნებრივია, დიდი დაბრკოლებები ხვდება ყოველთვის, თუმცაღა, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად მივუდექი.
ბევრი დაბრკოლება იყო, იყო ბულინგიც. ზოგს მოსწონდა, ზოგს – არა. როდესაც ადამიანი გაორების წინაშე დგები, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ალბათ, სწორედ მაგ დროს იღებ ლოგიკურ გადაწყვეტილებას. მეც, ბუნებრივია, ვამჯობინე, რომ უნდა წავსულიყავი წინ… არც ერთ შემთხვევაში, ეს პროცესი არ უნდა შემეჩერებინა… იმიტომ, რომ სამზეოს მიმართ მთელი ჩემი ცხოვრება, შეგრძნებები, მთელი ჩემი დამოკიდებულება არის ხელოვნება და მე ამას ჩემში ვერ ჩავკლავდი. ვერავის მივცემდი უფლებას, ჩემთვის რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნათ. ვამაყობ იმით, რომ ეს ყველა ბარიერი, გაჭირვებით თუ სიმწრის ფასად, გადავლახე და ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტს გავაკეთებ და გაცილებით მეტი რესურსი მექნება. ამ გზამ მომცა ის გამოცდილება, რომელსაც ახლა ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ“… ნახეთ სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „მგონია, რომ მიყურებს და იღიმის… იმხელა ენერგიას მაძლევს…“ – დათო კენჭიაშვილი დედასა და წარმატებულ კარიერაზე. 19 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მგონია-რომ-მიყურებს-და-ი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T18:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
