შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორომელ ქალაქებში ყიდულობენ სახლებს უმდიდრესი ადამიანები - რეიტინგი

რომელ ქალაქებში ყიდულობენ სახლებს უმდიდრესი ადამიანები – რეიტინგი

2024 წელს ძვირად ღირებული საცხოვრებელი უძრავი ქონების უდიდესი ბაზრის ტიტული ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდმა მოიპოვა. ინფორმაციას CNBC კომპანიების, Knight Frank-ისა და Douglas Elliman-ის „სიმდიდრის ანგარიშში“ (Wealth Report) მოცემულ პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე ამ ქალაქში უძრავი ქონება, დაახლოებით, 10%-ით გაძვირდება.

ულტრამდიდარ ადამიანებს შორის პოპულარობით მეორე ადგილზე ინდოეთის ქალაქი, მუმბაია, სადაც უძრავი ქონება 5,5%-ით გაძვირდება. მას მოსდევს დუბაი (5%), მადრიდი (5%), სიდნეი (5%) და სტოკჰოლმი (4,5%).

კვლევის მიხედვით, მორიგი სახლის შესყიდვისას ულტრამდიდრები პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილზე „ცხოვრების სტილს,“ შემდეგ „მყარ ინვესტიციას,“ ბოლოს კი „გადასახადებსა“ და „უსაფრთხოებას“ აყენებენ.

წელს საცხოვრებელი ქონების შეძენას ულტრამდიდარ და 30 მლნ დოლარის ან მეტი ღირებულების ქონების მფლობელ ამერიკელთა მეოთხედი გეგმავს. ულტრამაღალი შემოსავლის საშუალო სტატისტიკური პირი უკვე ფლობს ოთხ სახლს. მათი საცხოვრებელი პორტფელის ერთი-მეოთხედი თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

რაც შეეხება აშშ-ს, გასულ წელს ამერიკაში 50 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ელიტარული უძრავი ქონების 34 ობიექტი გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდულ 45 ობიექტზე ნაკლები, თუმცა კორონაპანდემიამდელ წლებთან შედარებით მეტია.

ანგარიშში მოცემული პროგნოზით, აშშ-ის ფუფუნების ბაზარზე ფასების ზრდის თვალსაზრისით წელს ყველაზე დინამიური მაიამი იქნება, სადაც უძრავ ქონებაზე ფასების 4%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. მეორე ადგილზე ფასების მოსალოდნელი 2%-იანი ზრდით ნიუ-იორკია, რასაც ლოს-ანჯელესი 1%-იანი ზრდით მოჰყვება.

2023 წელს ძვირადღირებული უძრავი ქონების მსოფლიოს 100-მა საუკეთესო ბაზარმა საშუალო ფასის სოლიდური, 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. შარშან ფუფუნების უძრავი ქონების მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბაზარი ფილიპინების მანილა იყო, სადაც 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს, ნაწილობრივ, ჰონგ-კონგიდან და ჩინეთიდან გაქცეული ინვესტორებით იყო გამოწვეული. მეორე ადგილზე ფასების 16%-იანი ზრდით დუბაი გავიდა, შემდეგი კი 15%-ით ბაჰამის კუნძულები და 12%-ით პორტუგალიის ალგარვეს რეგიონია.

საშუალოდ, რამდენი კვადრატული ფუტი უძრავი ქონების ყიდვა არის შესაძლებელი 1 მლნ დოლარად მსოფლიოს ქალაქებში?! (1 კვადრატული ფუტი 0.09290304 კვ. მეტრის ეკვივალენტურია).

Wealth Report-ის რეიტინგი ასეთია:
მაიამი (აშშ) – 646 კვ.ფ
სიდნეი (ავსტრალია) – 463 კვ.ფ
შანხაი (ჩინეთი) – 452 კვ.ფ
პარიზი (საფრანგეთი) – 431 კვ.ფ
ლოს-ანჯელესი (აშშ) – 409 კვ.ფ
ნიუ-იორკი (აშშ) – 367 კვ.ფ
ჟენევა (შვეიცარია) – 366 კვ.ფ
სენ-ტროპე (საფრანგეთი) – 344 კვ.ფ
ვერბიერი (შვეიცარია) – 280 კვ.ფ
ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) – 355კვ.ფ
სინგაპური – 344 კვ.ფ
ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 237 კვ.ფ
ასპენი (აშშ)- 215 კვ.ფ
მონაკო – 172 კვ.ფ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი