ძლიერი სიცხის ფონზე, 24 საათში ხუთი ადამიანი დაიღუპა. 18 ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

იტალიის 18 ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ძლიერი სიცხის ფონზე, 24 საათში ხუთი ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არიან: ორი მამაკაცი, რომელიც მინდორში მუშაობისას დაიღუპა, ერთი პირი, რომელსაც სიცხის ფონზე გულის შეტევა დაემართა, ერთი უსახლკარო და ერთი მუშა, რომელმაც სამშენებლო ობიექტზე გონება დაკარგა.

ექსტრემალურმა სიცხემ იტალიაში ასევე გამოიწვია შეფერხებები ელექტროსისტემის ქსელში. ამის გამო, ფლორენციაში, უფიცის გალერეაში კონდიცირების სისტემა შეფერხებებით მუშაობდა. მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა და დროებით შეეჩერებინა ბილეთების გაყიდვა.

რამდენიმე რეგიონულმა მთავრობამ სამშენებლო და საკურიერო მომსახურების თანამშრომლებს აუკრძალა ღია სივრცეში მუშაობა, დღის ყველაზე ცხელ საათებში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ძლიერი სიცხის ფონზე, 24 საათში ხუთი ადამიანი დაიღუპა. 18 ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. 25 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ძლიერი-სიცხის-ფონზე-24-საათ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-20T15:56:18+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi