ეს საკითხი ევროპულ დონეზეც უნდა დარეგულირდეს – TikTok-ის, Instagram-ისა და Snapchat-ის გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 13 წელი უნდა იყოს – გერმანიის განათლების მინისტრი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გერმანიის განათლების, ოჯახის საქმეთა, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის მინისტრის კარინ პრიენის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმების, როგორიცაა TikTok, Instagram და Snapchat, დამოუკიდებლად გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 13 წელი უნდა იყოს, რაც „სწორი მიდგომაა“.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ევროპულ დონეზეც უნდა დარეგულირდეს.

მისივე თქმით, რეგულაციას გაერთიანება თუ არ მიიღებს, მაშინ ამას გერმანია დამოუკიდებლად გააკეთებს.

„ევროპულ დონეზე საკმარისი ან დროული პროგრესი თუ არ იქნება მიღწეული, მე მოვამზადებ საჭირო ეროვნულ რეგულაციებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის მოთხოვნა 13 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ პლატფორმები, რომლებიც დადასტურებულად შესაფერისია ბავშვებისთვის და დაბალი რისკის შემცველია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, 13-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის უსაფრთხოების ზომები თანდათანობით უნდა იქნეს გამოყენებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ეს საკითხი ევროპულ დონეზეც უნდა დარეგულირდეს – TikTok-ის, Instagram-ისა და Snapchat-ის გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 13 წელი უნდა იყოს – გერმანიის განათლების მინისტრი. 25 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-საკითხი-ევროპულ-დონეზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi