აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა.

„ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა”, – წერს SOVA.

„ეხო კავკაზას” ცნობით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

„მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 20 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აზერბაიჯანში-მაიმუნის-ყ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi