By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

როგორ შევამციროთ დემენციის შემთხვევები 45%-ით – WHO-ს რეკომენდაცია

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 5, 2026 9:12 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
დემენციისა და ალცჰაიმერის პრევენციაზე ზრუნვა პირველი ნიშნების გამოვლენამდე უნდა დაიწყოს
გაზიარება

დემენციის გამომწვევი მიზეზები სრულად ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მეცნიერები სულ უფრო მეტ ფაქტორს იკვლევენ, რომლებიც მის რისკს ზრდის. კვლევების მიხედვით, დემენციის შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილის პრევენცია ან მისი განვითარების გადავადება შესაძლებელია.

2024 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული დიდი მიმოხილვის შეფასებით, დემენციის შემთხვევათა 45 პროცენტი ამ კატეგორიაში ჯდება. ახლახან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა განახლებული რეკომენდაციები დემენციის დაწყების პრევენციის ან გადავადების ხელშესაწყობად.

2024 წლის მიმოხილვამ გამოავლინა 14 პოტენციურად შეცვლადი რისკფაქტორი, რომლებიც ერთობლივად დაკავშირებულია პოპულაციის დონეზე დემენციის შემთხვევათა დაახლოებით 45 პროცენტთან.

„დღეს დემენციის რისკის გამომწვევთა შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე და ამ სახელმძღვანელოებს ეს ცოდნა მოქმედებაში გადააქვს. ქვეყნებს ახლა აქვთ უფრო მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც დაუყოვნებლივ შეუძლიათ ხალხის კოგნიტური ჯანმრთელობის დასაცავად“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ-გებრეისუსი.

ინდივიდისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რისკფაქტორთა მოგვარებამ შეიძლება შეამციროს მათთვის დემენციის განვითარების რისკი, მაგრამ არ არსებობს ამ შემცირების რაიმე უნივერსალური პროცენტული მაჩვენებელი. 45-პროცენტიანი მაჩვენებელი ერგება პოპულაციას და არა კონკრეტული ერთი პიროვნების რისკს.

ზოგიერთი ეს რისკფაქტორი ჩვენს კონტროლქვეშაა, ზოგიერთთა შეცვლა კი გაცილებით რთულია.

ბევრი მათგანი ძალიან ნაცნობად მოეჩვენება ყველას, ვისაც ოდესმე მიუღია რეკომენდაციები გულის ჯანმრთელობის შესახებ. იყავით ფიზიკურად და საზოგადოებრივად აქტიური, არ მოწიოთ, თავი აარიდეთ ჭარბ ალკოჰოლს, იკვებეთ ჯანსაღად და აკონტროლეთ სისხლის წნევა, ქოლესტერინი, სისხლში შაქარი და წონა.

ეს ყველაფერი ბედნიერი დამთხვევა არაა. თავის ტვინის ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასთან და ის, რაც ერთის ჯანსაღად და ენერგიულად შენარჩუნებაზე მუშაობს, ხშირად მეორეს ემთხვევა.

ზოგიერთი რეკომენდაცია შეიძლება ცოტა ნაკლებად მკაფიო იყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.

ბოლო წლებში, სმენის დაქვეითებასა და დემენციას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები გახშირდა. ამაზე მიუთითებს ერთი დიდი კლინიკური კვლევაც, რომელმაც დაადგინა, რომ სმენის აპარატები შეიძლება კოგნიტურ დაქვეითებას თითქმის 50 პროცენტით ამცირებდეს კოგნიტური დაქვეითების მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ ხანდაზმულში.

ბოლომდე ცნობილი არ არის, ზუსტად რატომაა დაკავშირებული სმენის დაქვეითება დემენციასთან, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბგერის დამუშავებისთვის საჭიროა დამატებითი კოგნიტური ძალისხმევა, ასევე ის, სოციალური იზოლაცია, რაც სმენის დაქვეითებას მოსდევს.

სხვა რისკფაქტორები ინდივიდუალურ დონეზე არც ისე მარტივად გადასაწყვეტია.

მაგალითად, Lancet-ის მიმოხილვის მიერ გამოვლენილ 14 ფაქტორს შორის ერთი არის ადრეულ ასაკში დაბალი საგანმანათლებლო მიღწევები – რისი გამოსწორებაც შეუძლებელია ათწლეულების შემდეგ, როცა დემენციის რისკი უფრო მოახლოებული საფრთხე ხდება.

კიდევ ერთი არის ჰაერის დაბინძურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, შევამციროთ დაბინძურებულ ჰაერში ყოფნა სადაც კი ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის ინდივიდის ან თუნდაც ჯანდაცვის პროვაიდერის კონტროლქვეშაა. შეგიძლია აკონტროლო სახლის შიდა გარემო, მაგრამ ამას ვერ იზამ შენი ქალაქის შემთხვევაში.

ამასთან დაკავშირებით, მოდიფიცირებადი დემენციის რისკის იდენტიფიცირება არ არის იგივე, რაც იმის ცოდნა, თუ როგორ შეცვალოთ იგი ისე, რომ რეალურად თავიდან აიცილოთ დემენცია.

მაგალითად, მხედველობის დაკარგვა დაკავშირებულია დემენციის რისკთან და მხედველობის პრობლემების მკურნალობა თავისთავად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა გასცეს მხედველობის დარღვევის მკურნალობის, როგორც დემენციის რისკის შემცირების სტრატეგიის რეკომენდაცია.

მსგავსი რამაა ძილის შემთხვევაშიც. კარგი ხარისხის ძილი მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის; ცუდი ხარისხის ძილი დაკავშირებულია დემენციის რისკთან, მაგრამ ამჟამად არასაკმარისია იმის მტკიცებულება, რომ ჩარევებს ძილის გასაუმჯობესებლად ან ძილ-ღვიძილის დარღვევების სამკურნალოდ, კონკრეტულად დემენციის რისკის შემცირება შეუძლია.

და ბოლოს, ზოგიერთ ფართოდ რეკლამირებულ ჩარევაზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება – უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად მათ საწინააღმდეგო რეკომენდაციას გასცემს.

ორგანიზაცია ძლიერ რეკომენდაციას გასცემს ვიტამინ B-ს, E-ს, omega-3-ის და მულტივიტამინების ან მინერალების კომპლექსის მიღების წინააღმდეგ, თუკი მათ კონკრეტულად დემენციის თავიდან ასარიდებლად იღებენ, თუკი არ გაქვთ საკვები ნივთიერებების დეფიციტის დიაგნოზი.

კლინიკურმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დანამატები კოგნიტური დაქვეითებისგან იცავს და თანაც, დანამატები სულაც არ არის აუცილებლად უვნებელი მხოლოდ იმიტომ, რომ მათში შემავალი საკვები ნივთიერებები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მაღალი დოზით, ზოგიერთ მათგანს არასასურველი ან საზიანო ეფექტებიც კი აქვს.

თუ დემენციის თავიდან ასაცილებლად უნიკალურ ხერხს, „ერთ უცნაურ ხრიკს“ ან სხვა კოდს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას იპოვით.

როგორც ჩანს, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება, დიდწილად, ნიშნავს მასთან ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას – მათ შორის მისი გულის, გრძნობების, სოციალური კავშირებისა და გარემოს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შენიშნავს, „დემენციის რისკფაქტორები სისტემურად უნდა განვიხილოთ, რადგან მრავალი რისკი ხშირად თანაარსებობს და გროვდება სიცოცხლის განმავლობაში“.

არცერთი რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ დემენცია მთლიანად პრევენცირებადია ან ვინმეს, ვისაც ყველაფერი „რიგზე აქვს“, ის არ დაემართება. თუმცა, ვინაიდან მსოფლიოში დემენცია უკვე მილიონობით ადამიანს აქვს, სამომავლო შემთხვევათა რაღაც ნაწილის გადავადებაც კი უზარმაზარ სხვაობას მოგვცემს.

https://sheniekimi.ge/wp-content/uploads/2026/09/2122-როგორ-შევამციროთ-დემენციის-შემთხვევები-45-ით.mp4
TAGGED:როგორ შევამციროთ დემენციის შემთხვევები 45 პროცენტით — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციათა ახალი სახელმძღვანელო გამოსცა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

როგორ გავარჩიოთ ბავშვის კანზე აღმოჩენილი გამონაყარი — არის თუ არა იგი სისხლჩაქცევა
შენი ექიმი

როგორ გავარჩიოთ ბავშვის კანზე აღმოჩენილი გამონაყარი — არის თუ არა იგი სისხლჩაქცევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ADHD წამლების გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე: რა ვიცით
შენი ექიმი

ADHD წამლების გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე: რა ვიცით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა
შენი ექიმი

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?