By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 5, 2026 7:25 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
"მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება, ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას" - თემურ მიქელაძე
#post_seo_title
გაზიარება

ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია – ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, – განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევათა 99%-ში ვირუსის მართვა ბინის პირობებშია შესაძლებელი, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ.

„უმრავლეს შემთხვევაში ნოროვირუსული ინფექციები ბავშვთა პოპულაციაში იმართება 99 და ზემოთ პროცენტებში ბინის პირობებში. მას არ სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, არ სჭირდება ეგრეთ წოდებული მოდაში შემოსული გადასხმები, რაც საქართველოში კეთდება და სწორედ აი ამ სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაციებით იქმნება ხოლმე პანიკა მშობლებში. ყველა მშობელმა იცის, ვისაც ბავშვი ჰყავს და საბედნიეროდ, განათლებული არიან ჩვენი მშობლები, ეცნობიან სწორ ლიტერატურას და მათ შეუძლიათ ეს პაციენტები მართონ ბინის პირობებში, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებულად. არ უნდა აყვნენ პანიკას, განსაკუთრებით სოციალურ სივრცეებს, სადაც უამრავი გადაუმოწმებელი მასალაა, ზოგ შემთხვევაში რაღაცაზე დაფუძნებული. უნდა დაუჯეროთ თქვენს ექიმს. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, სითხეს ვერ იღებს, ლეთარგიულია, ადინამიურია, განავალში არის დიდი რაოდენობით სისხლი, კონტაქტში ვერ შემოდის, რა თქმა უნდა, არ არის აქ აუცილებელი სასწრაფოს გამოძახება ბინაზე, თვითონვე შეუძლიათ დროულად წაიყვანოს კლინიკაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი ჯანდაცვა, ყველა დროს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ვითარდება ჩვენი პედიატრიული სერვისები და მათ სტაციონარშიც თუ ამბულატორიულ პირობებში ჩვენ პაციენტებს შესთავაზებენ მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. მთავარი არის არ აჰყვეთ პანიკას, მთავარია არ გადავტვირთოთ კლინიკები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ნაწლავთა ვირუსული ინფექციების, მათ შორის ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების მართვა ბავშვების შემთხვევაში, ხდება ბინის პირობებში. დღის განმავლობაში დაახლოებით 25 ასეთი შემთხვევა მაქვს და საერთოდ არ ვადიფერენცირებ ეს არის ბაქტერიული, ვირუსული თუ ასე შემდეგ.

ბაღის პოპულაციის ბავშვები შედარებით უფრო რთული სამართავია, იმიტომ რომ სითხეს ვერ იღებენ, ადვილად შეიძლება გაუწყლოვდნენ. იგივე შემთხვევები იყო სკოლის აღსაზრდელებშიც. მე მომმართავენ, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ჩვენ რომ გადავანაწილოთ აი ეს 20-25 ბავშვი, აქ მე განსაკუთრებულ ჯგუფს ვერ გამოვყოფ. ძირითადი მომართვიანობა ყველა ექიმთან, პედიატრიულ პროფილთან არის 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

და შესაბამისად, აი ამ ასაკში ცირკულირებდა და ამიტომაც იყო მომართვიანობა სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში, თორემ მოზრდილები სახლში მკურნალობენ. ნოროვირუსული ინფექცია საერთოდ სიმპტომურად ძირითადად 95% შემთხვევებში ბავშვებში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება იყოს ერთჯერადი ღებინება, ან საერთოდ არ იყოს დიარეა და ძირითადი გამოვლინება იყოს ხანგამოშვებითი მუცლის ტკივილი და ეს ჰქონდეს მხოლოდ ნოროვირუსს და ნუ შევქმნით, რაღაც განსაკუთრებულს, იმიტომ, რომ ნოროვირუსი იყო და მომართვიანობაც ყოველთვის იყო. მე ამაზე რამდენიმე ათეული ლექციაც მაქვს წაკითხული, როგორც ჩვენი კოლეგებისთვის, ისე მშობლებისთვის. არის უამრავი ლიტერატურა, მათ შორის ჩემი, სხვისიც, სადაც არის კონკრეტულად მოცემული ნოროვირუსის შესახებ – ჯერ კიდევ ძველი ლიტერატურა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის რაღაც განსაკუთრებული და არც იქნება. სჭირდება სწორი დიაგნოსტირება, რამეთუ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ კლინიკას. და ექიმმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვებთან სხვადასხვა ინვაზიური პროცესები, მათ შორის ეგრეთ წოდებული გადასხმები, ხშირად არ გავაკეთოთ“, – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

https://sheniekimi.ge/wp-content/uploads/2026/09/2121-პედიატრი-თემურ-მიქელაძე-ნოროვირუსის-შემთხვევათა-99-ში-ბინაზე-იმართება.mp4
FacebookTwitter
TAGGED:არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენპედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შიმშილი — დავიწყებული ბუნებრივი წამალი თუ ფარული საფრთხე?
შენი ექიმი

შიმშილი — დავიწყებული ბუნებრივი წამალი თუ ფარული საფრთხე? – რა არის ავტოფაგია? რა დროს აქტიურდება ავტოფაგია?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას
მეცნიერებასიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

კვლევა – ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს – დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აშვაგანდა: „ბუნებრივი“ დანამატი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას
ბლოგიშენი ექიმი

აშვაგანდა: „ბუნებრივი“ დანამატი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დიაბეტი – გლობალური კრიზისი და საქართველოს გამოწვევები!
შენი ექიმი

დიაბეტი – გლობალური კრიზისი და საქართველოს გამოწვევები!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?