პარასკევი, აგვისტო 14, 2026
მთავარისიახლეები„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დინამიურად მზარდია, რაც ნიშნავს მეტ პროგრამას და მეტ...

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დინამიურად მზარდია, რაც ნიშნავს მეტ პროგრამას და მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობისთვის. გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ძალიან მალე რეგიონში სამი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა დასრულდება“-აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებულ გამოწვევები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვითარების შენარჩუნება და მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

„კლინიკების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. მაღალი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დინამიურად მზარდია, რაც ნიშნავს მეტ პროგრამას და მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობისთვის. გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ძალიან მალე რეგიონში სამი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა არსებული საჭიროებების შესაბამისად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის პროგრამები და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომსახურება“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლს და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

რეგიონში გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ სრულდება N1 პოლიკლინიკის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მშენებლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალურ მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე –  სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სოციალური პოლიტიკის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, არამედ ოჯახებისთვის სრულფასოვანი და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

  აივ ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა...

სამუშაო შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და N1 პოლიკლინიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights