ორშაბათი, ივნისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაფესტივალის ფარგლებში, გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...

ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან

ბათუმში “თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026” გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ აჭარის რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს დაეთმო. განვიხილეთ როგორც აჭარის მასშტაბით, ისე ბათუმში მოქმედი ჯანმრთელობის პროგრამები, პრევენციული ღონისძიებები, სკრინინგის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობები“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ დონეზე სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას.
„როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ დონეზე სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას.
სწორედ ასეთ პროგრამებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადებების ტვირთი და გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლები.
ასევე ვისაუბრეთ აკადემიური წრეების, ჯანდაცვის სექტორისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა საერთაშორისო გამოცდილებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები.
მადლობას ვუხდი ბატონ ზურაბ პატარაძეს საინტერესო, გულწრფელი და შინაარსიანი შეხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროფესიული დიალოგი ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების განხორციელებას და აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზისა და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ფესტივალზე საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობისა და იმ კვლევითი მიმართულებების შესახებ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც აკვაკულტურის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია თევზის დაავადებების პრევენციის მიზნით კვლევების მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებსაც ლაბორატორია აკვაკულტურის სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.

  საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად დაფიქსირდა ეპიცენტრი? 

ფესტივალი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის “ფორეჯი” ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარება, ასევე დარგში არსებული თანამედროვე მიღწევებისა და ინოვაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.