პარასკევი, ივლისი 31, 2026
მთავარისამინისტრო„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა...

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრი დასძენს, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე.

„რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომელზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, წარმატებით დასრულება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობას ინფორმაციას გავუზიარებთ”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი.

მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ “ჯივინოსტატი” “საკმაოდ ძვირადღირებული” მედიკამენტია.

“არასდროს ყოფილა ნათქვამი, რომ ფინანსური ბარიერი შეიძლება წარმოადგენდეს წინაღობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ცდილობდა ასე წარმოეჩინა, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა ჩვენს მიერ, რომ ფინანსური ფაქტორი არ განიხილებოდა, როგორც წინაღობა, დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ მედიკამენტის შეძენისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა უჯდება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენა სახელმწიფოს.

“რაც შეეხება საკითხს, რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს, მე ამაზე არ ვარ უფლებამოსილი, რომ პასუხი გაგცეთ. ამას ითვალისწინებს, მათ შორის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც იქნა შეძენილი ეს მედიკამენტი, ასეა განსაზღვრული კანონმდებლობით, რომლითაც გათვალისწინებულია ინოვაციური მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ბევრ სხვა ევროპულ სახელმწიფოს გააჩნია. ამის მიხედვით გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის ყველა კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ჩვენც აღებული გვაქვს, ასეთია მოთხოვნა, რომელიც მწარმოებელ კომპანიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე ამაზე უფლებამოსილი არ ვარ. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ იაფი წამალი ნამდვილად არ არის, ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ განიხილებოდა და არც განიხილებოდა ჩვენს მიერ, როგორც წინაღობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

  ბრიტანეთში ჩვილი ყივანახველით გარდაიცვალა — ვაქცინაციის ვარდნამ უკვე სიცოცხლე შეიწირა!

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ”ჯივინოსტატის” ის დოზა შემოვა ქვეყანაში, რაც აუცილებელი იქნება ყველა პაციენტის მომსახურებისთვის”.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights