ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
მთავარისამინისტროსაქართველომ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - საქართველო...

საქართველომ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია – საქართველო ჯანმოს მიერ C და B ჰეპატიტების პროგრამების საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება – სამინისტრო

საქართველომ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის, ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში განიხილეს.

„ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ – 90%-ს მიაღწია“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია.

„განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება“, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი პროგრამის განვითარებაში. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

უწყების ინფორმაციით, ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

  დაფიქსირებულია უკიდურესად მძლავრი კოსმოსური სხივი, რომელიც არავინ იცის, საიდან არის წამოსული

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights