პარასკევი, მაისი 29, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს მნიშვნელოვნად დაეხმარება“

მიხეილ სარჯველაძე: „პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს მნიშვნელოვნად დაეხმარება“

ჯანდაცვის მინისტრმა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და განმარტა, რომ ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება მზად არის პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად, თუმცა ამას კონსტრუქციული მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია სჭირდება.

„როგორც კი ამ პროგრამის დანერგვა დავიწყეთ და გამოიცა სამთავრობო დადგენილება, მომენტალურად შევხვდით კლინიკებს – როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სამედიცინო დაწესებულებებს. ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. სხვადასხვა კლინიკა, მათ შორის ჟვანიას, ციციშვილისა და იაშვილის კლინიკები გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად, ყველა მათგანმა დაიწყო ამ სერვისების იმპლემენტაცია და მიწოდება. ეს გულისხმობს სპეციალისტების საკმაოდ დიდ სპექტრს, რომელთა ჩართულობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების განვითარების დინამიკაზე პერმანენტული, სრულფასოვანი მონიტორინგი, რათა შემდგომში შედგეს მკურნალობის რელევანტური, ინდივიდუალური გეგმები. რასაკვირველია, ეს გულისხმობს გამოკვლევათა უზარმაზარ სპექტრს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სამუშაო პროცესში მშობლების ჩართვის აუცილებლობას, რათა ყველა საჭიროება და საკითხი ექიმებთან ერთად იყოსა განხილული და გადაწყვეტილი.

მინისტრის თქმით, პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„მოვისმინე, მაგალითად განცხადება, რომ თითქოს რომელიღაც გამოკვლევის დამატება სურთ ამ ჩამონათვალში. ამას სჭირდება მუშაობა და კომუნიკაცია, რადგან ამ პროგრამაში ექიმების მიერ მოწოდებული ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არის საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს.

შესაბამისად, თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით გაფართოვდეს პროგრამა, რასაკვირველია, ამის განსახილველადაც მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების ასეთი განწყობა, დამოკიდებულება, სიჩქარე და ის, რომ მათთვის ყველაფერი ეს განსაკუთრებული ემოციურია. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, თუმცა ამის მიღმა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს თანამშრომლობა აღვადგინოთ და ამ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა შემთხვევაში იქნება სასარგებლო პაციენტთა მდგომარეობისთვის“ – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

  მიხეილ სარჯველაძე: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პაციენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვან, გლობალურ გამოწვევად, რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამას ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს“

აღსანიშნავია, რომ იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ისე სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, რაც მათ უწყვეტ და კომპლექსურ სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights