ოთხშაბათი, მაისი 27, 2026
მთავარისიახლეებითბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2...

თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელთან დაკავშირებითაც, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუუნარობის გამოწვევა შეუძლია.

დედაქალაქის მერია, ამ დაავადების მქონე პირებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე, გადაწყდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-ით დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი მხრიდან მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დაფინანსდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

  ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა,რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტი, მოქმედი შესაბამისი პროგრამებით, გვერდით დაუდგება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights