შაბათი, მაისი 23, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის...

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს – ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მიუხედავად თემის სიმწვავისა და საზოგადოებრივი ინტერესისა, გადაწყვეტილებები მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას უნდა დაეყრდნოს.

„აბსოლუტური თანაგრძნობითა და დარწმუნებით ვამბობ, სწორედ იმ ხალხის საკეთილდღეოდ, გაცილებით ეფექტური იქნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა თითოეული მიმართულებით, ვიდრე ახლა ამ წუთას თუნდაც იმ აქციების მხარდაჭერა“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2024 წლის პირველი ნახევრიდან, მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით დიუშენი კუნთოვანი დისტროფია კლინიკურად უმძიმესი დიაგნოზია, დღეს მსოფლიოში პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს.

„დაახლოებით 10-15 წლის წინ კითხვები არ არსებობდა, სამწუხაროდ. ყველაფერი გარკვეული იყო და ეს იყო უმძიმესი დაავადება, რომელსაც პრაქტიკულად კურნება არ გააჩნდა. დღეს გაჩნდა საშუალებები, რომლის მიმართაც შეიძლება განწყობილები ვიყოთ იმედიანად, თუმცა დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე პასუხები არსებობს. მთელი განვითარებული სამყარო ინტერესით აკვირდება პროცესებს, რომელმაც უნდა მოიტანოს პასუხები მედიკამენტებთან და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights