ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
მთავარიშენი ფიტნესი„ამისგან არაფერი არ გამოვა" - განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? - საიდან...

„ამისგან არაფერი არ გამოვა” – განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? – საიდან მოდის შეფასება:

„ამისგან არაფერი არ გამოვა”

განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირა მარცხზე?

საიდან მოდის შეფასება:
რა აყალიბებს ძლიერ და სუსტ ხასიათს, ფსიქოლოგ რიჩარდ ლაზარუსის ცნობილი ფორმულა: სტრესის წყარო თვით სიტუაცია კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი თავის შესაძლებლობებსა და სიტუაციის მოთხოვნებს შორის წონასწორობას. სასკოლო დაფასთან გამოსვლა ერთი მოსწავლისთვის თვით გამოვლენის და ყურადღების მიღების შესაძლებლობაა, მეორისთვის — საფრთხე და სოციალური ინჰიბიციის მოლოდინი, რომელიც პანიკას იწვევს.

თითქმის ყველას გვახსოვს ფრაზა, რომელიც მასწავლებელმა ან მწვრთნელმა მშვიდად, თითქოს თვითცხადი დიაგნოზით, თქვა:ამისგან არაფერი არ გამოვა”. ეს განცხადება ერთ წამს მოიცავს, მაგრამ ბავშვს ან მოზარდს მთელი ცხოვრების მანძილზე თან გაჰყვება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვით შემფასებელი დარწმუნებულია საკუთარი დიაგნოზის სისწორეში: მაგრამ ხშირათ ის, რასაც მასწავლებელი „უუნარობას” უწოდებს, უმეტესად სხვა რამის ნიშანია: ჩვენ ყველანი სტრესზე  განსხვავეუბალდ ვრეაგირებთ და  ჩვენი რექციების შეფასება დამკვირვებლის მხრიდან ყოველთვის არაა ობიექტური.

განსხვავება ხასიათობრივ ძალაში სწორედ ამ შინაგანი შეფასების მექანიზმში დევს. ძლიერი ხასიათის ადამიანი წარუმატებლობაზე ფიქრობს ასე: „ეს ერთი ცუდი დღე იყო, ხვალ უკეთ ვითამაშებ”. სუსტი ხასიათის ადამიანი იმავე წარუმატებლობას ასე ხედავს: „მე არასოდეს გავხდები კარგი მოთამაშე”. ეს არც ჭკუის და არც ნიჭის სხვაობაა — ეს „შინაგანი მეტყველების” ერთი ჩვევაა, რომელიც წლების მანძილზე გროვდება- ოჯახიდან, სკოლიდან, საზოგადოებიდან მიღებული ნეგატიური ფიქსაციის სახით.

ფიზიოლოგია: სხეული, რომელიც პასუხობს

როცა ადამიანი სიტუაციას საფრთხედ აღიქვამს, ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემა ერთბაშად აქტიურდება: გულის ცემა ხშირდება, კუნთებში დაძაბულობა იგრძნობა, სუნთქვა ხდება ზედაპირული. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგია „სომატური შფოთვის მდგომარეობას” უწოდებს — ფიზიკური მზადყოფნა გაქცევის ან ბრძოლისთვის. პრობლემა იქ იწყება, სადაც ეს რეაქცია ხდება ქრონიკული. სპორტული ფსიქოლოგი ბობ როტელა იხსენებს ბეისბოლისტ ტომის შემთხვევას: ერთხელ უსიამოვნოდ მოხვედრილი ბურთის შემდეგ მისი მთელი სხეული — გული, კუნთები, ფიქრები — დარჩა იმავე დაძაბულ მდგომარეობაში. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, არ შემცდარიყო, და სწორედ ამიტომ ბურთი ხელიდან ისევ გაუვარდა. სხეული ფიქრის გაგრძელებად იქცევა.

  კლინიკა „ინოვაში“კონფერენცია „მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ენდოკრინოლოგიური და ქირურგიული გამოწვევები“ გაიმართება

ფსიქიკურად ძლიერ ადამიანში იმავე გარემოში სხვა ბიოქიმიური ციკლი მიმდინარეობს. სტრესის ჰორმონები — ადრენალინი, კორტიზოლი — მასაც გამოეყოფა, მაგრამ მისი კოგნიტიური შეფასება („ეს ჩემთვის გამოწვევაა და არა საფრთხე”) მათ ნაკადს ხანმოკლედ და ფუნქციურად აქცევს. სხეული ჯერ მობილიზდება და შემდგომ მოდუნდება. სუსტ ადამიანში კი იგივე ჰორმონები გრძელვადიან ფონს ქმნიან: ძილი ფუჭდება, იმუნიტეტი სუსტდება და ემოციური გამოფიტვა — ე.წ. „გადაწვა— გარდაუვალი ხდება.

„ამისგან არაფერი არ გამოვა” – განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? – საიდან მოდის შეფასება: | sheniekimi.ge | შენი ექიმი

როგორ გავაძლიეროთ  სპორტსმენი— სიხისტის გარეშე

ხშირად ფიქრობენ, რომ ხასიათის გაძლიერება, ემოციების მოგუდვას, ცრემლის აკრძალვას, „გაშოლტვით სიმტკიცის გამოწრთობას” ნიშნავს. ეს მცდარი მიდგომაა. ემოციური რიგიდულობა — როცა ადამიანი თავის გრძნობებს თვითონვე ახშობს — სიძლიერეს კი არ ბადებს, არამედ  ფსიქიკის ფარულ მტვრევას: დაგროვილი დაძაბულობა შემდგომ სრულიათ მოულოდნელათ იფეთქებს.

ფსიქოლოგია სხვა გზას გვთავაზობს — გრადუალურს და კოგნიტურს. პირველი ნაბიჯი არის შინაგანი მეტყველების შეცვლა. „რა მოხდება, თუ შევცდები” უნდა ჩანაცვლდეს ფრაზით „რას ვისწავლი, თუ შევცდები”. ეს ცარიელი ოპტიმიზმი არ არის — ეს არის ფიქრის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც ფიზიოლოგიურ რეაქციასაც ცვლის. მეორე ნაბიჯი — დიდი მიზნის დაყოფა პატარა მიღწევებზე. როტელა ამბობს, რომ კაცი, რომელიც „აიერონმენის” ტრიათლონის გამარჯვებაზე ფიქრით იწყებს გზას, შუა გზაზე დანებდება. რადგან ეს მიზანი მის შესაძლებლობებზე გაცილებით დიდია, მაგრამ ამ დიდი მიზანს პატარა ფრაგმენტაბათ თუ დავყობთ „ეს ორი თვე ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კონკრეტული შედეგი კონკრეტულ დისციპლინაში, რომ მივუახლოვდეთ იმ დიდ მიზანს“, ეს ფორმულირება რეალურს ხდის რთულ მიღწევებსაც კი!

მესამე ნაბიჯი — გარემოს შერჩევა. გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც თქვენთვის სამაგალითო იქნებიან, ყველაზე დიდი მოტივაციაა!

„ამისგან არაფერი არ გამოვა” – განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? – საიდან მოდის შეფასება: | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გამოყენებული წყაროები

  • როტელა, ბ., კულენი, ბ. ჩემპიონების ფსიქოლოგია: აზროვნება, რომელიც სპორტში და ცხოვრებაში გამარჯვებამდე მიჰყავს. 2017. —
  • ვაინბერგი, რ., გოულდი, დ. სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ფსიქოლოგიის საფუძვლები. — სტრესის დინამიკის ოთხეტაპიანი მოდელი .
  • რეანი, ა. ა. პიროვნების ფსიქოლოგია. — ხასიათის განმარტება .
  • პერვუშინა, ო. ნ. პიროვნების ფსიქოლოგია: სასწავლო სახელმძღვანელო. —
  • გაბუნია, კ. ქართული ენის გრამატიკის ზოგადი კურსი. —
  • სტატიის ავტორი „ვალიტა გორელჩანიკი“
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights