პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროირინე წაქაძემ ალექსანდრუ ნარტეას მადლობა გადაუხადა UNICEF-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და საქართველოში...

ირინე წაქაძემ ალექსანდრუ ნარტეას მადლობა გადაუხადა UNICEF-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტების ხელმოწერამდე, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ირინე წაქაძემ ალექსანდრუ ნარტეას მადლობა გადაუხადა UNICEF-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა 2026 წელს გაწერილი აქტივობების მნიშვნელობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროსა და UNICEF-ს შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმების მიზანია სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავების, სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში შეხვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights