პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტრომხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს - მიხეილ სარჯველაძე...

მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს – მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„მიხეილ სარჯველაძემ მაიკლ ო’ფლაერტის სამინისტროს საქმიანობა გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებზე.

მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ამ პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“-ბესიკ კუსიდი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights