ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრომხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს...

მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და ზოგადად, მედიცინის მიმართულებით, ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები.

ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights