By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

პერიმენოპაუზა და მენოპაუზა: რა ხდება სინამდვილეში თქვენს ორგანიზმში

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 31, 2026 4:24 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
როგორია მენოპაუზის პირველი სიმპტომები
#post_seo_title
გაზიარება

ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ბლოგერი ეკა კვირკველია თავის გვერდზე მენოპაუზასა და პერიმენოპაუზაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

პერიმენოპაუზა და მენოპაუზა: რა ხდება სინამდვილეში თქვენს ორგანიზმში

Contents
  • ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ბლოგერი ეკა კვირკველია თავის გვერდზე მენოპაუზასა და პერიმენოპაუზაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
    • მნიშვნელოვანი
    • დასკვნითი ფრაზა

მენოპაუზა მხოლოდ „მენსტრუაციის შეწყვეტა“ არ არის.

ეს არის მთელი ორგანიზმის ჰორმონული ტრანზიცია, რადგან ესტროგენის რეცეპტორები თითქმის ყველა ორგანოში არსებობს.

რა არის პერიმენოპაუზა?

პერიმენოპაუზა არის გარდამავალი პერიოდი მენოპაუზამდე. ის შეიძლება დაიწყოს 30-იანების ბოლოს ან 40-იანებში და გაგრძელდეს რამდენიმე წელი.

ამ პერიოდში:
  • ესტროგენის დონე არასტაბილურად იცვლება (არა მხოლოდ იკლებს)
  • ოვულაცია არარეგულარული ხდება
  • სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, როცა მენსტრუაცია ჯერ კიდევ გაქვთ
მენოპაუზა დგება, როცა 12 თვის განმავლობაში მენსტრუაცია აღარ არის.
რატომ არის ესტროგენი ასეთი მნიშვნელოვანი?
ესტროგენი მოქმედებს ესტროგენის რეცეპტორების (ERα და ERβ) საშუალებით, რომლებიც მთელ ორგანიზმშია განაწილებული.
ისინი გვხვდება:
  • ტვინში
  • გულში
  • სისხლძარღვებში
  • ძვლებში
  • კანში
  • საშოში და ვულვაში
  • შარდის ბუშტსა და შარდსადენში
  • კუნთებში
  • იმუნურ სისტემაში
ამიტომ სიმპტომები მხოლოდ გინეკოლოგიური არ არის.
ტვინი და ნერვული სისტემა
ესტროგენი ხელს უწყობს:
  • განწყობის რეგულაციას
  • მეხსიერებასა და კონცენტრაციას
  • თერმორეგულაციას
მისი ცვლილებისას:
• განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესიული სიმპტომები
• „ბრეინ ფოგი“/გონების დაბინდვა
• ძილის დარღვევა
• ცხელი ალები და ღამის ოფლიანობა
გული და სისხლძარღვები
ესტროგენი:
• ინარჩუნებს სისხლძარღვების ელასტიკურობას
• ეხმარება ქოლესტერინის ბალანსს
დეფიციტისას:
• იზრდება გულ-სისხლძარღვთა რისკი დროთა განმავლობაში
• შეიძლება გაჩნდეს პალპიტაცია(გული გიფრიალებთ შეგრძნება)
ძვლები
ესტროგენი:
• ინარჩუნებს ძვლის სიმკვრივეს
დაქვეითებისას:
• ძვლის სწრაფი დაკარგვა
• ოსტეოპოროზის რისკის ზრდა
საშო, ვულვა და შარდსასქესო სისტემა
ესტროგენი უზრუნველყოფს:
• ქსოვილების სისქეს
• ელასტიურობას
• ტენიანობას
დეფიციტისას:
• საშოს სიმშრალე
• ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
• წვა, გაღიზიანება
• შარდვის პრობლემები (ხშირი სურვილი, დისკომფორტი)
ეს ერთიანდება მდგომარეობაში:
გენიტოურინული სინდრომი მენოპაუზაში (GSM)
კუნთები და სახსრები
ესტროგენი:
• მხარს უჭერს კუნთის მასას
• იცავს სახსრებს
სიმპტომები:
• სახსრების ტკივილი
• კუნთების დაჭიმულობა
• ძალის შემცირება
კანი და თმა
ესტროგენი:
• ასტიმულირებს კოლაგენს
• ინარჩუნებს ტენიანობას
დაქვეითებისას:
• კანის სიმშრალე
• ნაოჭების გაღრმავება
• თმის გათხელება
მეტაბოლიზმი
ესტროგენი გავლენას ახდენს:
• ცხიმის განაწილებაზე
• ინსულინის მგრძნობელობაზე
შედეგად:
• მუცლის ცხიმის მატება
• მეტაბოლიზმის შენელება

მნიშვნელოვანი

სიმპტომების დასაწყებად არ არის საჭირო მენოპაუზის დადგომა.
თუ ხართ 30–40 წლის ასაკში და გაქვთ:
• ციკლის ცვლილებები
• ძილის ან განწყობის პრობლემები
• ცხელი ალები
ეს უკვე შეიძლება იყოს პერიმენოპაუზა.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა
ორგანიზაციები, როგორიცაა American College of Obstetricians and Gynecologists და North American Menopause Society, აღნიშნავენ რომ:
• მენოპაუზა არის მთელი ორგანიზმის ცვლილება
• სიმპტომები ინდივიდუალურად განსხვავდება
• მართვა უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული
დასკვნა
მენოპაუზა დაავადება არ არის.
მაგრამ ესტროგენის დაქვეითება გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.
ამის ცოდნა გეხმარებათ:
• სიმპტომების დროულად ამოცნობაში
• სწორი დახმარების მოძიებაში
• საკუთარი სხეულის უკეთ გაგებაში
სისტემური სიმპტომები: როცა მთელი სხეული რეაგირებს
რადგან ესტროგენის რეცეპტორები მთელ ორგანიზმშია,
მისი ცვლილება იწვევს ფართო, ზოგად (სისტემურ) სიმპტომებს, რომლებიც ხშირად არასწორად აიხსნება.
ეს სიმპტომები რეალურია.
ვაზომოტორული სიმპტომები
• ცხელი ალები
• ღამის ოფლიანობა
• სიცხის აუტანლობა
ძილი და ენერგია
• ჩაძინების გაძნელება
• ღამით გაღვიძება
• მუდმივი დაღლილობა
• ენერგიის ნაკლებობა
კოგნიტიური და ემოციური ცვლილებები
• გონების დაბინდვა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• მეხსიერების პრობლემები
• შფოთვა, გაღიზიანება
• დეპრესიული სიმპტომები
გულ-სისხლძარღვთა შეგრძნებები
• პალპიტაცია/გულის ფრიალი
• გულისცემის გაძლიერებული აღქმა
მეტაბოლური ცვლილებები
• წონის მატება
• შებერილობა
• მადის ცვლილება
• ფიზიკური გამძლეობის შემცირება
ზოგადი ფიზიკური დისკომფორტი
• სახსრების ტკივილი
• კუნთების ტკივილი ან დაჭიმულობა
• თავის ტკივილი / შაკიკის გაუარესება
ნევროლოგიური სიმპტომები
• თავბრუსხვევა
• ჩხვლეტის შეგრძნებები
• ტკივილისადმი მგრძნობელობის ცვლილება
იმუნური და ანთებითი ცვლილებები
• „ანთების“ შეგრძნება ორგანიზმში
• არსებული დაავადებების გამწვავება (ზოგ შემთხვევაში)
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ბევრ ქალს ეუბნებიან:
• „ანალიზები ნორმაშია“
• „ეს სტრესია“
მაგრამ რეალურად:
ეს შეიძლება იყოს ესტროგენის სისტემური ეფექტის შედეგი
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული შენიშვნა
North American Menopause Society და American College of Obstetricians and Gynecologists აღნიშნავენ:
• პერიმენოპაუზა ხშირად არის მრავალსისტემური
• სიმპტომებს იწვევს ჰორმონების მერყეობა, არა მხოლოდ დაქვეითება
• დიაგნოზი ხშირად ეფუძნება სიმპტომებს, არა მხოლოდ ანალიზებს

დასკვნითი ფრაზა

პერიმენოპაუზა ყოველთვის აშკარა არ არის.
ხშირად ის ჰგავს:
დაღლილობას, გადატვირთულობას, დავიწყებას და „საკუთარ თავს ვეღარ ვგრძნობ“, “მე მე აღარ ვარ…”

მაგრამ ამის უკან დგას ფიზიოლოგია — და არსებობს დამხმარე საშუალებები – MHT – მენოპაუზური ჰორმონული თერაპია – ანუ დანაკლისის შევსება.

FacebookTwitter
TAGGED:პერიმენოპაუზა და მენოპაუზა: რა ხდება სინამდვილეში თქვენს ორგანიზმში
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

ყველაზე ხშირად რა არის, მამაკაცების უშვილობის მიზეზი?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
H1N1, ახალი H3N2 „K“ ვარიანტი და რა გველის წინ - გრიპის რთული სეზონი მოდის
შენი ექიმი

საქართველოში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსი: საქართველოში რესპირატორული ვირუსები კვლავ ცირკულირებს: რომელ ინფექციებს აფიქსირებენ ექიმები და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
საღეჭი რეზინის მაგივრად ღეჭეთ მიხაკი, დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში - მიხაკის სასარგებლო თვისებები
შენი ექიმი

საღეჭი რეზინის მაგივრად ღეჭეთ მიხაკი, დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში – მიხაკის სასარგებლო თვისებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სახსრები
შენი ექიმი

გატკაცუნება, ტკაცუნი: საზიანო წიკი – „ამ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?