ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მთავარისამინისტრორეგიონებში სკრინინგის კამპანია გრძელდება- ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე,...

რეგიონებში სკრინინგის კამპანია გრძელდება- ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის – აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, გამოკვლევები ჩატარდა აჭარაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრო. პაატა იმნაძე, ადგილზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც შეხვდნენ და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის – აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე. ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების – ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევებიც, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქრონიკული დაავადებების მართვისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტურად მართვაში, თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში – ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭრას; არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე; სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კამპანია, ეტაპობრივად, გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს, თითქმის, მთელს ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.

სკრინინგის კამპანია რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV“, – აცხადებენ სამინისტროში.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - „არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights