პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროსამედიცინო მიმართულების 150-მდე რეზიდენტს სახელმწიფო საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს

სამედიცინო მიმართულების 150-მდე რეზიდენტს სახელმწიფო საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს

„სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის პირვანდელი ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იქნება. პროგრამის მიზანი კი, სექტორში კვალიფიციური კადრების აქტივის შექმნაა.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა და შემდეგ წარმატებული სტუდენტების შერჩევა. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, 100-იდან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი ეყოლება, რომლითაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს. რეზიდენტურის ეს პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-იდან 24 თვემდე იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights