ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისიახლეებიევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა ქ. ერევანში გამართა...

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა ქ. ერევანში გამართა სუბ-რეგიონული სასწავლო შეხვედრა, რომელიც ჯანდაცვის სამუშაო ძალის განათლებისა და რეგულირების სისტემების გაძლიერებას ეხებოდა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 16–17 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა ქ. ერევანში გამართა სუბ-რეგიონული სასწავლო შეხვედრა, რომელიც ჯანდაცვის სამუშაო ძალის განათლებისა და რეგულირების სისტემების გაძლიერებას ეხებოდა.

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და პაციენტისთვის უკეთესი გამოსავალი საქართველოში პირდაპირ კავშირშია ჯანდაცვის პროფესიონალთა ხარისხიან განათლებასთან. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ პროფესიული განათლების გაუმჯობესებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის მუშაკთა განათლებისა და რეგულირების გაძლიერება მაღალი ხარისხის სერვისების, პაციენტთა უსაფრთხოებისა და მდგრადი სამუშაო ძალის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ასევე ჯანმოს საქართველოს ოფისის ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ სფეროში და ხელს უწყობენ ეროვნული საჭიროებების კოორდინაციას.
სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ნაწილს, სამწლიან პარტნიორობას ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალურ დირექტორატთან (DG ENEST), რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გაძლიერებას ჯანდაცვის მუშაკებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მხარდაჭერის გზით.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
   საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights