ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი„ბოლო 2 კვირაა, ხშირია მომართვიანობა ჰიპერთერმიით, რასაც ახლავს სტომატიტი და გინგივიტი (ანთებითი...

„ბოლო 2 კვირაა, ხშირია მომართვიანობა ჰიპერთერმიით, რასაც ახლავს სტომატიტი და გინგივიტი (ანთებითი ცვლილებები პირის ღრუში)“ – პედიატრი მშობლებს რეკომენდაციებს უზიარებს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს

„ბოლო 2 კვირაა, ხშირია მომართვიანობა ჰიპერთერმიით, რასაც ახლავს სტომატიტი და გინგივიტი (ანთებითი ცვლილებები პირის ღრუში)
სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ხშირად ის ვლინდება მტკივნეული წყლულებით, წვის შეგრძნებით, ჭამისა და ყლაპვის გაძნელებით, ზოგჯერ კი ტემპერატურის მატებითაც.გინგივიტი-ღრძილების ანთებაა!!!
თუ სტომატიტი ხშირად მეორდება, მნიშვნელოვანი მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა კი არა, მიზეზის მოძიებაა.
ყველაზე ხშირი მიზეზებია:
  • ვირუსული ინფექციები–
  • ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ჰერპესული სტომატიტი. ის შეიძლება დაიწყოს ცხელებით, საერთო სისუსტით და შემდეგ გაჩნდეს პატარა ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში.
  • აფთოზური სტომატიტი–
  • მრგვალი, მტკივნეული წყლულები ლოყის შიგნით, ენაზე ან ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, რაც ხშირად დაკავშირებულია იმუნური სისტემის რეაქციასთან,სტრესთან ან
  • მიკროტრავმასთან
  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.
ხშირი სტომატიტი ზოგჯერ მიუთითებს:
  • რკინის დეფიციტზე
  • B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტზე.
  • ადგილობრივი ტრავმა
  • ლოყის ან ენის დაკბენა, უხეში საკვები, კბილების ბასრი კიდეები ან ორთოდონტული აპარატები ხშირად იწვევს ლორწოვანის დაზიანებას.
  • იმუნური სისტემის თავისებურებები-
  • ზოგიერთ ბავშვში ლორწოვანი გარსი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მცირე გამღიზიანებელიც კი იწვევს ანთებით რეაქციას.
საკვები- ფაქტორები
ციტრუსი, შოკოლადი, კაკალი, ძალიან მჟავე ან ცხარე საკვები ზოგჯერ სტომატიტის პროვოცირებას ახდენს. თუ სტომატიტი ხშირად მეორდება, რეკომენდებულია-პედიატრის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რკინისა და B-12 ის დონის შეფასება! საჭიროების შემთხვევაში,
  • პირის ღრუს ჰიგიენის კორექცია,
  • საკვებზე დაკვირვება!!! როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება???წყ ლულები ჩნდება ძალიან ხშირად (წელიწადში მრავალჯერ)
  • სტომატიტს ახლავს მაღალი ტემპერატურა ან გამოხატული საერთო სისუსტე
  • წყლულები დიდხანს არ ხორცდება
  • ბავშვს აქვს მადის დაქვეითება ან წონის კლება
  • პარალელურად აღინიშნება ხშირი ინფექციები
ხშირ შემთხვევაში სწორად შერჩეული ჰიგიენა, ლორწოვანის დამცავი საშუალებები და კვების კორექცია მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივების რაოდენობას. ზოგჯერ ბავშვის პირის ღრუ გვაძლევს იმ სიგნალებს, რის შემჩნევასაც ფრთხილად გვთხოვს ბავშვის ორგანიზმიჯანმრთელობა თქვენ და თქვენს პატარებს
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ირბინეთ და გაახალგაზრდავდით – რეგულარული სირბილი 9 წლით აგვარიდებს დაბერებას!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights