ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი"ჯვარი გწერია, მაგრამ შეიძლება ფსიქიატრი დაგჭირდეს" - „სამედიცინო პრაქტიკაში ზოგჯერ გვხვდება ფრაზები,...

“ჯვარი გწერია, მაგრამ შეიძლება ფსიქიატრი დაგჭირდეს” – „სამედიცინო პრაქტიკაში ზოგჯერ გვხვდება ფრაზები, რომლებიც თითქოს უწყინარი ხუმრობის ფორმით ჟღერს, მაგრამ რეალურად ამყარებს საზოგადოებაში არსებულ მავნე სტერეოტიპებს“-ინგა მამუჩაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს

სამედიცინო პრაქტიკაში ზოგჯერ გვხვდება ფრაზები, რომლებიც თითქოს უწყინარი ხუმრობის ფორმით ჟღერს, მაგრამ რეალურად ამყარებს საზოგადოებაში არსებულ მავნე სტერეოტიპებს. ერთ-ერთი ასეთია:
“ჯვარი გწერია, მაგრამ შეიძლება ფსიქიატრი დაგჭირდეს”
მსგავსი ფორმულირება არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო ეთიკას და პროფესიულ კულტურას. ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის საერთო ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც სწავლობს ტვინის ფუნქციონირებას, ემოციურ რეგულაციასა და ქცევით პროცესებს, ეხმარება ადამიანებს ისეთ მდგომარეობებში, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, ემოციური გადატვირთვა და სხვა.
ისევე როგორც ბუნებრივად მივმართავთ კარდიოლოგს გულის პრობლემის დროს ან ენდოკრინოლოგს მეტაბოლური დარღვევების შემთხვევაში, სრულიად ბუნებრივი და პროფესიულია ფსიქიატრთან კონსულტაციაც მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
თანამედროვე მედიცინა ეფუძნება მტკიცებულებებს, მეცნიერებასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას. ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმატიზაცია ,განსაკუთრებით სამედიცინო პროფესიონალის მხრიდან, არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ეწინააღმდეგება თანამედროვე მედიცინის ღირებულებებს. ფსიქიატრი “გიჟების “ექიმი არ არის ,ის არის ექიმი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევე სჭირდება, როგორც ფიზიკური… 21-ე საუკუნეა,მენტალური პრობლემები თითქმის უკვე ასწრებს სტატისტიკურად გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს,რა დროს ამ სტიგმების არსრბობაა და ღლიცინი ამ თემაზე…ფსიქიატრია არის მედიცინის ის სფერო, როდესაც ექიმი იცავს ადამიანის შინაგან სამყაროს.ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“ – წერს ინგა მამუჩაშვილი
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ზაფხული და ქრონიკული ვენური დაავადება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights