პარასკევი, თებერვალი 27, 2026
მთავარისიახლეებითბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო...

თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში – ინფორმაცია ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში. იაშვილის ქირურგებმა ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია – ამის შესახებ „პრაიმ თაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.

მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.

არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია – იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის სამინისტრო: მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები 10-ჯერ გაიაფდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights