„ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს…“-მედინას კლინიკური დირექტორი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

22 თებერვალს, ბათუმში ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას.

აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მედინას კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განაცხადა, რომ კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, შემდეგ კი ბავშვს ყელი გამოჭრა. მისი თქმით, ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია, დედასთან კი ფსიქიატრი მუშაობს.

“ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლის დანაკარგი, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას” – თქვა უნგიაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს…“-მედინას კლინიკური დირექტორი. 22 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვი-ცოცხალია-მაგრამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi