სასწრაფო დახმარების თბილისის მე-9 ფილიალის 0937 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“. სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაციის შესახებ წერს
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების პერსონალს 60 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცი დაძინებამდე არაფერს უჩიოდა დილით კი მეუღლე ხმაურიანმა სუნთქვამ გააღვიძა, რის შემდეგაც მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა.
პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. ექიმმა ია ჟიჟიაშვილმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია,მეორე ელექტროშოკის შემდეგ გაჩნდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე და მამაკაცმა დაიწყო სპონტანური სუნთქვა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, მაგრამ აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით ფორს-მაჟორში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, სადაც დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
ამჟამად მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბინაზე აგრძელებს.

