პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისხვა-ამბებიაფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური „ვივამედსდაცვის სამინისტროსა და კლინიკა “ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სამედიცინო პერსონალს პირადად შეხვდა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ფინანსური დირექტორი სოფიო დათუაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  იცოდით, რომ საქართველოს მოსახლეობის 87%-ს ჰაერის დაბინძურება აწუხებს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights