პედიატრი ეკა უბერი აუტოიმუნური დაავადების – ცელიაკიის შესახებ საუბრობს:
ცელიაკია – რა უნდა იცოდეს მშობელმა
Contents
ცელიაკია არის აუტოიმუნური დაავადება, როცა ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს (ხორბალი, ჭვავი, ქერი).
კლინიკური გამოვლინებები:
- მუცლის ტკივილი, შებერილობა
- დიარეა ან ყაბზობა
- დაღლილობა, გაღიზიანება
- ანემია
- წონის დაკლება ან ზრდის შეფერხება
- კვებითი დეფიციტები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა
რისკ-ჯგუფები:
- ოჯახში ცელიაკიის შემთხვევა
- სხვა აუტოიმუნური დაავადების მქონე პირები (მაგ. თირეოიდიტი, ტიპი 1 დიაბეტი)
- არასრული კვებითი ან ვიტამინური დეფიციტის მქონე ბავშვები
- მოზრდილები, რომლებსაც ხშირად აქვთ მუცლის ტკივილი, ანემია ან კვებითი პრობლემები
როგორ დგინდება დიაგნოზი:
- სისხლის ანალიზი (anti-tTG, EMA ან სხვა ცელიაკიის მარკერები)
- საჭიროების შემთხვევაში წვრილი ნაწლავის ბიოფსია
გლუტენის ამოღება დიაგნოზამდე არ შეიძლება – ხელს უშლის სანდო დიაგნოზის დადგენას და შესაძლოა ბავშვისთვის იყოს დაუსაბუთებელი ფსიქოლოგიური სტრესი
რაც უფრო ადრე დგინდება დიაგნოზი, მით უფრო სრულფასოვანია ცხოვრება.
მკურნალობა:
სრული უგლუტენო დიეტა – აღადგენს ნაწლავის ფუნქციას, ხელს უწყობს ჯანმრთელ ზრდას და კეთილდღეობას
მითები vs რეალობა
მითი 1: ცელიაკია მხოლოდ ბავშვებს ემართებათ
რეალობა: შეიძლება ნებისმიერ ასაკში – ბავშვშიც და მოზრდილშიც
მითი 2: დიარეა აუცილებელია ცელიაკიისთვის
რეალობა: სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია; ზოგჯერ შეიძლება ყაბზობაც, ან სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემები
მითი 3: უგლუტენო დიეტა შეიძლება ნებისმიერ დროს, დიაგნოზის გარეშე
რეალობა: დიაგნოზის დადგენის გარეშე დიეტა არ შეიძლება, რადგან ხელს უშლის სანდო დიაგნოზის დადგენას და შესაძლოა ბავშვისთვის იყოს დაუსაბუთებელი ფსიქოლოგიური სტრესი
მითი 4: ცელიაკია იწვევს მხოლოდ საჭმლის შეწოვის პრობლემებს
რეალობა: ზიანდება ნაწლავი, მაგრამ სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, ანემია, ზრდის შეფერხება, მუცლის ტკივილი
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ცელიაკია – რა უნდა იცოდეს მშობელმა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/01/27/%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1/
sheniekimi.ge
