ორშაბათი, იანვარი 26, 2026
მთავარისამინისტრო„ხშირია არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც შეიძლება გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს - მედიკამენტების ბაზრით დაწყებული,...

„ხშირია არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც შეიძლება გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს – მედიკამენტების ბაზრით დაწყებული, დამთავრებული ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლების რაოდენობით, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის რომ გამოწვევას გაუძლოს“-მიხეილ სარჯველაძე

არაფერი მოულოდნელი და უცნაური არ ხდება იმაში, რომ ზამთრის სეზონზე მატულობს გრიპის გავრცელება, ეს ბუნებრივი პროცესია, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ხშირია არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც შეიძლება გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს.

„წინა წლებთან შედარებით, არაფერი არანორმალური არ ხდება, აბსოლუტურად ნორმაშია ყველა მაჩვენებელი. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის გავრცელების მაჩვენებლების გაზრდა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ვაკვირდებით მონაცემებს, რომელსაც ვადარებთ სხვა ქვეყნებში ინფექციების გავრცელებას წინა წლებთან შედარებით და ის კონტროლს ექვემდებარება. არაფერი გვაქვს დღეს ნორმიდან ამოვარდნილი და არაფერი მოასწავებს, რომ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომელიც ზედმეტ დატვირთვას გამოიწვევს სექტორისთვის.

მთელი სისტემა, მედიკამენტების ბაზრით დაწყებული, დამთავრებული ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლების რაოდენობით, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის რომ გამოწვევას გაუძლოს. ეს გამოწვევა, რომელიც სტანდარტულად, ყოველთვის არსებობს, არის წელსაც და სექტორი თავიდან ბოლომდე მზად არის.

მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ რეალურად მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ის სტანდარტული წესები, რომელიც გრიპის გავრცელებისგან თავის დასაცავად, აქტუალურია. ეს არის ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ხშირად სიარულისგან თავის შეკავება, ასევე აცრა. სექტორი მობილიზებულია, თუმცა ყველას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდია ნაწლავში ამ ბაქტერიის რაოდენობა, მით უფრო მძიმეა დაავადების სიმპტომები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights